arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                barn swallow - სოფლის მერცხალი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'მერცხალი სოფლისა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 135
                                                                                                                                                                                                'barn swallow' (02.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მერცხლისებრთა ოჯახის (Hirundinidae fam.) ფრინველი Hirundo rustica. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. აქვს ღრმად ამოკვეთილი კუდი. ხშირად ბუდეს აშენებს ადამიანის სამოსახლოში ან მის სიახლოვეს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'barn swallow' (02.07.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                სოფლის მერცხალს გრძელი, წვეტიანი, ორად გაყოფილი კუდი აქვს. ის ბუდობს სოფლებშიც და ქალაქებშიც, ოღონდ შედარებით პატარა სახლებზე. სოფლის მერცხალი მწერებს ფრენის დროს იჭერს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                "რეისი" ბუმერანგის პრინციპით“ (02.07.2025), კვირის პალიტრა

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                common swallow

                                                                                                                                                                                                beak - ნისკარტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'beak' (02.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'beak', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 26

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველის პირის მყარი, წაწვეტებული ან მოღუნული გარე ნაწილი. მას ქმნის მოგრძო უკბილო ყბები და ფარავს რქოვანი შალითა – რამფოთეკა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'beak' (02.07.2025), Oxford Learner's Dictionary. Oxford: Oxford University Press 
                                                                                                                                                                                                'ნისკარტი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 7, 1984, გვ. 443-444

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ფრინველთა ემბრიონში ნისკარტის ზედა ნაწილში დროებით ვითარდება წაწვეტებული რქოვანი ბორცვაკი, რომელიც გამოჩეკისას ეხმარება ნაჭუჭის გატეხაში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ნისკარტი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 7, 1984, გვ. 443-444

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                bill

                                                                                                                                                                                                bean goose - მეკალოე ბატი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ბატი მეკალოე', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 103
                                                                                                                                                                                                'bean goose' (02.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იხვისებრთა ოჯახის (Anatidae fam.) ფრინველი Anser fabalis. გავრცელებულია ევრაზიაში. შეფერილია ყავისფრად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'bean goose' (02.07.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ტუნდრაში მეკალოე ბატი ინტენსიური რეწვის ობიექტია. აგროვებენ მის კვერცხს, განგურის დროს იჭერენ თვით ფრინველსაც.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'მეკალოე ბატი' (02.07.2025), ბიბლიოვიკი. თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

                                                                                                                                                                                                bearded reedling - ულვაშა წივწივა, ულვაშა წიწკანა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'bearded reedling' (04.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველი Panurus biarmicus. თავისი ოჯახის (Panuridae fam.) ერთადერთი წარმომადგენელი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Усатая синица', Коблик Е. А. Большая российская энциклопедия. Москва, т. 33, 2017, стр. 103

                                                                                                                                                                                                bee-eater - კვირიონი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'bee-eater' (04.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კვირიონისებრთა ოჯახის (Meropidae fam.) ფრინველთა საერთო სახელწოდება. ღია ფერის, წვრილნისკარტა, მწერიჭამია ფრინველებია.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'bee-eater' (04.07.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი