barb - პირველი რიგის წვერი
არსებითი სახელიგანმარტება
ბუმბულის ღეპეპზე განლაგებული წვერი, რომელსაც აქვს პატარა გვერდითი / მეორე რიგის წვერები.
ბუმბულის ღეპეპზე განლაგებული წვერი, რომელსაც აქვს პატარა გვერდითი / მეორე რიგის წვერები.
პირველი რიგის წვერის განშტოება, რომელიც ბოლოვდება მიკროსკოპული კაკვით.
გვერდითი / მეორე რიგის წვერის კაკვი, რომელიც მოპირდაპირე წვერის შესაბამის კაკვთან ურთიერთჩაჭიდებაშია და განაპირობებს მარაოს სიმტკიცეს.
იხვისებრთა ოჯახის (Anatidae fam.) ფრინველი Branta leucopsis. გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში, მრავლდება არქტიკულ ოლქებში.
ბუხრინწასებრთა ოჯახის (Tytonidae fam.) ფრინველი Tyto alba. ფართოდაა გავრცელებული. სხეულის ზედა ნაწილი ყვითელ-ყავისფერი და რუხლაქებიანია, ქვედა – ძირითადად თეთრი. ხშირად შედის ბეღლებსა და სხვა შენობებში. ძირითადად მღრღნელებზე იკვებება.
ბუხრინწა საინტერესო სანახავია - აქვს თეთრი, გულის ფორმის სახის დისკი, რომელიც ყურებთან ერთად სალოკაციო მნიშვნელობისაა, მოკლე და მოკაუჭებული ნისკარტი, ბასრი ბრჭყალები, დიდი ფეხები, რბილი ბუმბული, თეთრი მკერდი პატარა ყავისფერი ლაქებით.