barn owl - ბუხრინწა

არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'ბუხრინწა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 108
'barn owl' (02.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

ბუხრინწასებრთა ოჯახის (Tytonidae fam.) ფრინველი Tyto alba. ფართოდაა გავრცელებული. სხეულის ზედა ნაწილი ყვითელ-ყავისფერი და რუხლაქებიანია, ქვედა – ძირითადად თეთრი. ხშირად შედის ბეღლებსა და სხვა შენობებში. ძირითადად მღრღნელებზე იკვებება.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'barn owl' (02.07.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

კონტექსტი:

ბუხრინწა საინტერესო სანახავია - აქვს თეთრი, გულის ფორმის სახის დისკი, რომელიც ყურებთან ერთად სალოკაციო მნიშვნელობისაა, მოკლე და მოკაუჭებული ნისკარტი, ბასრი ბრჭყალები, დიდი ფეხები, რბილი ბუმბული, თეთრი მკერდი პატარა ყავისფერი ლაქებით.

კონტექსტის წყარო:

ბუხრინწასა და ადამიანის მეგობრობის ისტორიები“ (02.07.2025), კვირის პალიტრა

უკან დაბრუნება