arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                auricular - ყურის ბუმბული

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'auricular I' (11.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბუმბული, რომელიც ფრინველის ყურის ხვრელს ფარავს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: „Anatomy: Auriculars“ (11.06.2025), Outside My Window

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                Aves - ფრინველები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Aves' (11.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ცხოველთა სამეფოს (Animalia reg.) კლასი Aves cl. აერთიანებს 10 ათასზე მეტ სახეობას. სხვა ცხოველებისგან განსხვავდებიან ფრთებად ქცეული წინა კიდურებით, ბუმბულით შემოსილი სხეულით და ნისკარტით. უმრავლესობას ფრენის უნარი აქვს. მრავლდებიან კვერცხით. ენათესავებიან ქვეწარმავლებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'bird' (11.06.2025), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                birds

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                avifauna - ავიფაუნა, ორნითოფაუნა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'avifauna' (11.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ამა თუ იმ ტერიტორიაზე გავრცელებულ ფრინველთა ფაუნა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'avifauna' (11.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აქაური ორნითოფაუნა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი ფრინველებით. კინტრიშის ეროვნულ პარკში აღრიცხულია ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი და ჩვეულებრივი კირკიტა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                კინტრიშის ეროვნული პარკი (11.05.2025), საქართველოს ეროვნული პარკები

                                                                                                                                                                                                Aythya - ყვინთია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ყვინთია', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 165
                                                                                                                                                                                                'Aythya' (11.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იხვისებრთა ოჯახის (Anatidae fam.) წყალში მყვინთავი ფრინველების გვარი Aythya gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Aythya' (11.05.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                bald eagle - თეთრთავა ფსოვი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ფსოვი თეთრთავა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 157
                                                                                                                                                                                                'bald eagle' (11.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქორისებრთა ოჯახის (Accipitridae fam.) დიდი ზომის მტაცებელი ფრინველი Haliaeetus leucocephalus. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. აშშ-ის ეროვნული ფრინველია.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: bald eagle (11.06.2025), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი