feather - ბუმბული
ტერმინის წყარო:
'feather' (03.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'feather', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1983, გვ. 74
განმარტება:
ფრინველის კანზე გამოზრდილი კერატინული (რქოვანი) წარმონაქმნი, რომლითაც დაფარულია მისი სხეული. ასრულებს ფრენისა და თბოიზოლაციის ფუნქციებს, განსაზღვრავს ფრინველის ფორმას. ბუმბული იყოფა რამდენიმე ტიპად: კონტურული ბუმბული (ფრენისა და ფორმისთვის), ღინღლი (თბოიზოლაციისთვის), ძაფისებრი ბუმბული, სამტვრე ღინღლი, ჯაგარი. ბუმბული პიგმენტირებულია, მბზინავი ფერები გამოწვეულია სპეციალური სტრუქტურის მქონე ბუმბულებიდან სინათლის გაფანტვით. გაცვეთილი ბუმბული ყოველწლიურად განგურის (ცვენის) გზით ახლდება.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'feather', A Dictionary of Zoology, Oxford University Press, 2020
კონტექსტი:
კონტურული ბუმბული ქმნის პირველი და მეორე რიგის მომქნევ ბუმბულს, საჭის ბუმბულს და სხვა. ბუმბული ხუნდება და ცვდება, ფრინველი პერიოდულად იცვლის მას.
კონტექსტის წყარო:
'ბუმბული' (03.10.2025), ვიკიპედია