barn swallow - სოფლის მერცხალი

არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'მერცხალი სოფლისა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 135
'barn swallow' (02.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

მერცხლისებრთა ოჯახის (Hirundinidae fam.) ფრინველი Hirundo rustica. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. აქვს ღრმად ამოკვეთილი კუდი. ხშირად ბუდეს აშენებს ადამიანის სამოსახლოში ან მის სიახლოვეს.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'barn swallow' (02.07.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

კონტექსტი:

სოფლის მერცხალს გრძელი, წვეტიანი, ორად გაყოფილი კუდი აქვს. ის ბუდობს სოფლებშიც და ქალაქებშიც, ოღონდ შედარებით პატარა სახლებზე. სოფლის მერცხალი მწერებს ფრენის დროს იჭერს.

კონტექსტის წყარო:

"რეისი" ბუმერანგის პრინციპით“ (02.07.2025), კვირის პალიტრა

ინგლისური სინონიმები:

  • common swallow
უკან დაბრუნება