Threskiornithidae - ივეოსისებრნი, იბისისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვიგანმარტება
ვარხვისნაირთა რიგის (Pelecaniformes ord.) ფრინველთა ოჯახი Threskiornithidae fam. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. აქვთ თეთრი, რუხ-ყავისფერი ან მომწვანო-შავი ბუმბული. ნისკარტი ან გრძელი, წვრილი და მოხრილია, ან (ჟეროებში) გრძელი და გაბრტყელებული, კოვზის ფორმის წვერით. კისერი და ფრთები გრძელია, ბოლო მოკლე. ფეხებიცა და თითებიც გრძელი აქვთ. ბინადრობენ სანაპიროებსა და ჭაობებში; იკვებებიან თევზით, კიბოსნაირებით, ქვეწარმავლებითა და მწერებით. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში.