Threskiornithidae - ივეოსისებრნი, იბისისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Threskiornithidae' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

ვარხვისნაირთა რიგის (Pelecaniformes ord.) ფრინველთა ოჯახი Threskiornithidae fam. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. აქვთ თეთრი, რუხ-ყავისფერი ან მომწვანო-შავი ბუმბული. ნისკარტი ან გრძელი, წვრილი და მოხრილია, ან (ჟეროებში) გრძელი და გაბრტყელებული, კოვზის ფორმის წვერით. კისერი და ფრთები გრძელია, ბოლო მოკლე. ფეხებიცა და თითებიც გრძელი აქვთ. ბინადრობენ სანაპიროებსა და ჭაობებში; იკვებებიან თევზით, კიბოსნაირებით, ქვეწარმავლებითა და მწერებით. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Threskiornithidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება