Timaliidae - ტიმალიასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Timaliidae' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
ბეღურისნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Timaliidae fam. მცირე ზომის ფრინველებია. უმეტესობა ყავისფერი, რუხი და მოყავისფრო-ყვითელია, თუმცა ზოგი უფრო ნათელ ფერებშია. აქვთ განსხვავებული ნისკარტის ფორმები, მოკლე, მომრგვალებული ფრთები და გრძელი ბოლო. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარებში. იკვებებიან მწერებით და ხილით. გავრცელებული არიან ძველი სამყაროს ტროპიკებში, ყველაზე მეტად – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Timaliidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
ინგლისური სინონიმები:
- Old World babblers