Sturnidae - შოშიასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'Sturnidae', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 229
განმარტება
ბეღურისნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Sturnidae fam. საშუალო ზომის ფრინველებია. უმეტესობა შავი ან მუქი ფერისაა, ბევრს დაჰკრავს ნაირფერი ბზინვარება. აქვთ სწორი, საკმაოდ წვრილი ნისკარტი, მოკლე და მომრგვალებული ან გრძელი და წამახვილებული ფრთები. ბინადრობენ ტყეებში, ღია ადგილებსა და ურბანულ რაიონებში. ყოვლისმჭამელები არიან. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალაზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე.