Sturnidae - შოშიასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Sturnidae' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'Sturnidae', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 229

განმარტება:

ბეღურისნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Sturnidae fam. საშუალო ზომის ფრინველებია. უმეტესობა შავი ან მუქი ფერისაა, ბევრს დაჰკრავს ნაირფერი ბზინვარება. აქვთ სწორი, საკმაოდ წვრილი ნისკარტი, მოკლე და მომრგვალებული ან გრძელი და წამახვილებული ფრთები. ბინადრობენ ტყეებში, ღია ადგილებსა და ურბანულ რაიონებში. ყოვლისმჭამელები არიან. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალაზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Sturnidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება