arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                Streptopelia - გვრიტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Streptopelia' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'გვრიტი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 109

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მტრედისებრთა ოჯახის (Columbidae fam.) ფრინველთა გვარი Streptopelia gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Streptopelia' (12.11.2025), The Free Dictionary. Huntingdon Valley: Farlex, Inc.

                                                                                                                                                                                                Strigidae - ბუსებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Strigidae' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ბუსებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 108

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბუსნაირთა რიგის (Strigiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Strigidae fam. პატარა და დიდი ზომის ღამის ფრინველებია. აქვთ ყავისფერი, ნაცრისფერი და შავი შეფერილობა. ბინადრობენ ტყეებში, ბალახოვან ველებსა და უდაბნოებში. იკვებებიან თევზით, ძუძუმწოვრებით, ფრინველებით და მწერებით. ნაწილობრივ დღისითაც არიან აქტიურები და იკვებებიან იმ ფრინველებით ან მწერებით, რომლებსაც ფრენის დროს იჭერენ. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Strigidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Strix - ტყის ბუ

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Strix' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'Strix', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 229

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბუსებრთა ოჯახის (Strigidae fam.) ფრინველთა გვარი Strix gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'strix' (12.11.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                Struthionidae - სირაქლემასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Struthionidae' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სირაქლემასნაირთა რიგის (Struthioniformes ord.) ფრინველთა ოჯახი Struthionidae fam. მასში შედის ერთი გვარი (Struthio), რომელიც დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრინველებს. მამლები შავები არიან, თეთრი ფრთისა და კუდის ბუმბულებით, დედლები – ყავისფერ-ნაცრისფრები. აქვთ გრძელი კისერი, პატარა თავი, მოკლე და ბრტყელი ნისკარტი. ფეხები გრძელია, შეუბუმბლავი ბარძაყებით. თითო ფეხზე ორი თითია. ვერ ფრენენ, ძალიან სწრაფად დარბიან. იკვებებიან მცენარეებით, კენკრითა და თესლით. ფერმებში ზრდიან ხორცისა და დეკორატიული ბუმბულის მისაღებად. 2 სახეობაა. ბუნებრივად გავრცელებული არიან აფრიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Struthionidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Struthioniformes - სირაქლემასნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Struthioniformes' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველთა რიგი Struthioniformes ord. მასში შედის ერთადერთი ოჯახი – სირაქლემასებრნი (Struthionidae).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Struthioniformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი