Struthionidae - სირაქლემასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Struthionidae' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

სირაქლემასნაირთა რიგის (Struthioniformes ord.) ფრინველთა ოჯახი Struthionidae fam. მასში შედის ერთი გვარი (Struthio), რომელიც დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრინველებს. მამლები შავები არიან, თეთრი ფრთისა და კუდის ბუმბულებით, დედლები – ყავისფერ-ნაცრისფრები. აქვთ გრძელი კისერი, პატარა თავი, მოკლე და ბრტყელი ნისკარტი. ფეხები გრძელია, შეუბუმბლავი ბარძაყებით. თითო ფეხზე ორი თითია. ვერ ფრენენ, ძალიან სწრაფად დარბიან. იკვებებიან მცენარეებით, კენკრითა და თესლით. ფერმებში ზრდიან ხორცისა და დეკორატიული ბუმბულის მისაღებად. 2 სახეობაა. ბუნებრივად გავრცელებული არიან აფრიკაში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Struthionidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება