Strigidae - ბუსებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Strigidae' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ბუსებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 108

განმარტება:

ბუსნაირთა რიგის (Strigiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Strigidae fam. პატარა და დიდი ზომის ღამის ფრინველებია. აქვთ ყავისფერი, ნაცრისფერი და შავი შეფერილობა. ბინადრობენ ტყეებში, ბალახოვან ველებსა და უდაბნოებში. იკვებებიან თევზით, ძუძუმწოვრებით, ფრინველებით და მწერებით. ნაწილობრივ დღისითაც არიან აქტიურები და იკვებებიან იმ ფრინველებით ან მწერებით, რომლებსაც ფრენის დროს იჭერენ. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Strigidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება