Sulidae - რეგვენასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Sulidae' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'რეგვენასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 147

განმარტება:

რეგვენასნაირთა რიგის (Suliformes ord.) ფრინველთა ოჯახი Sulidae fam. დიდი ზომის ზღვის ფრინველებია. აქვთ გრძელი, სქელი ნისკარტი, საკმაოდ გრძელი კისერი, გრძელი, წამახვილებული ფრთები და გრძელი, სოლისებრი კუდი. ფეხები მოკლე და აპკიანია. ბინადრობენ კუნძულებსა და კლდეებზე; იკვებებიან თევზით, რომელსაც იჭერენ ჰაერიდან ჩაყვინთვით. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Sulidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება