arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                kite - ძერა, შევარდენი, ქორი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'kite' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქორისებრთა ოჯახის (Accipitridae fam.) უმეტესად მცირე ზომის წარმომადგენლების საერთო სახელწოდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'kite' (07.10.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                kookaburra - კუკაბარა, გიგანტური ალკუნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'kookaburra' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ალკუნისებრთა ოჯახის (Alcedinidae fam.) ფრინველთა გვარი Dacelo gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'genus Dacelo' (07.10.2025), The Free Dictionary. Huntingdon Valley: Farlex, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Dacelo

                                                                                                                                                                                                Laniidae - ღაჟოსებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Laniidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ღაჟოსებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 161

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Laniidae fam. ძირითადად შავი, ნაცრისფერი ან ყავისფერ-თეთრი ფერის ფრინველებია. აქვთ ძლიერი, მოკაუჭებული ნისკარტი, ძლიერი ფეხები და გრძელი, ვიწრო ბოლო. ბინადრობენ ღია ადგილებსა და ტყისპირებში; იკვებებიან მწერებით, ქვეწარმავლებით, ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით. ბუდეს აკეთებენ ბუჩქებსა და ხეებზე. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Laniidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Lari - თოლიები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Lari' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes ord.) ფრინველთა ქვერიგი Lari subord.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Lari' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                Laridae - თოლიისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Laridae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Laridae fam. პატარა და საშუალო ზომის ფრინველებია. უმეტესობა ნაცრისფერ-თეთრია, თუმცა ზოგიერთს შავი ფერი აქვს თავსა და ფრთებზე. ფრთები გრძელი და წაწვეტებულია, ბოლო კვადრატული ან ჩანგლისებური, ფეხები აპკებიანი. იკვებებიან თევზით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით, მწერებით და ლეშით. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, კლდეებზე ან ხეებზე. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Laridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი