Laniidae - ღაჟოსებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Laniidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ღაჟოსებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 161

განმარტება:

ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Laniidae fam. ძირითადად შავი, ნაცრისფერი ან ყავისფერ-თეთრი ფერის ფრინველებია. აქვთ ძლიერი, მოკაუჭებული ნისკარტი, ძლიერი ფეხები და გრძელი, ვიწრო ბოლო. ბინადრობენ ღია ადგილებსა და ტყისპირებში; იკვებებიან მწერებით, ქვეწარმავლებით, ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით. ბუდეს აკეთებენ ბუჩქებსა და ხეებზე. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Laniidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება