arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                Indicatoridae - მეთაფლიასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Indicatoridae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'მეთაფლიასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 132

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კოდალასნაირთა რიგის (Piciformes ord.) ფრინველთა ოჯახი Indicatoridae fam. შეფერილი არიან ნაცრისფრად, ზეთისხილისფრად, ყავისფრად ან თეთრად. აქვთ მოკლე, ძლიერი ნისკარტი და მოკლე ფეხები ზიგოდაქტილური თითებით. კანი სქელია, რაც იცავს მათ მწერების ნაკბენებისგან. იკვებებიან ფუტკრის ცვილითა და მწერებით. ბუდობრივი პარაზიტები არიან. გავრცელებული არიან აფრიკასა და აზიაში, სადაც ბინადრობენ ტყეებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Indicatoridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ivory gull - თეთრი თოლია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ivory gull' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'თოლია თეთრი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 116

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                თოლიასებრთა ოჯახის (Laridae fam.) ფრინველი Pagophila eburnea.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Ivory Gull' (07.10.2025), eBird. New York: Cornell Lab of Ornithology, Cornell University

                                                                                                                                                                                                jabiru - ჟაბირუ

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'jabiru' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყარყატისებრთა ოჯახის (Ciconiidae fam.) ფრინველი Jabiru mycteria.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Jabiru' (07.10.2025), eBird. New York: Cornell Lab of Ornithology, Cornell University

                                                                                                                                                                                                Jacanidae - იაკანასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Jacanidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Jacanidae fam. მოწითალო, მომწვანო-მოყავისფრო და შავი ფრინველებია. აქვთ საშუალო სიგრძის ნისკარტი და განიერი ფრთები. ბინადრობენ ტბებისა და მდინარეების ჭაობიან სანაპიროებზე, დადიან ზედაპირულ მცენარეულობაზე. იკვებებიან მწერებით, წყლის ცხოველებით და მცენარეულობით. ბუდეებს მცურავ მცენარეებზე იკეთებენ. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და ავსტრალაზიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Jacanidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Japanese quail - იაპონური მწყერი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Japanese quail' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'მწყერი იაპონური', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 142

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხოხბისებრთა ოჯახის (Phasianidae fam.) ფრინველი Coturnix japonica.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Japanese Quail' (07.10.2025), eBird. New York: Cornell Lab of Ornithology, Cornell University
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი