Jacanidae - იაკანასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Jacanidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Jacanidae fam. მოწითალო, მომწვანო-მოყავისფრო და შავი ფრინველებია. აქვთ საშუალო სიგრძის ნისკარტი და განიერი ფრთები. ბინადრობენ ტბებისა და მდინარეების ჭაობიან სანაპიროებზე, დადიან ზედაპირულ მცენარეულობაზე. იკვებებიან მწერებით, წყლის ცხოველებით და მცენარეულობით. ბუდეებს მცურავ მცენარეებზე იკეთებენ. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და ავსტრალაზიაში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Jacanidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება