Laridae - თოლიისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Laridae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Laridae fam. პატარა და საშუალო ზომის ფრინველებია. უმეტესობა ნაცრისფერ-თეთრია, თუმცა ზოგიერთს შავი ფერი აქვს თავსა და ფრთებზე. ფრთები გრძელი და წაწვეტებულია, ბოლო კვადრატული ან ჩანგლისებური, ფეხები აპკებიანი. იკვებებიან თევზით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით, მწერებით და ლეშით. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, კლდეებზე ან ხეებზე. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Laridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020