Clariidae - კლარიასისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვიგანმარტება
ლოქოსნაირთა რიგის (Siluriformes ord.) თევზების ოჯახი Clariidae fam. მტკნარი წყლის ლოქოების დიდი ოჯახია, აქვთ წაგრძელებული სხეული, თავზე ოთხი წყვილი ულვაში. ზურგის და ანალური ფარფლები ძალიან გრძელია და უსხივოა, კუდის ფარფლი მომრგვალებულია. ტიპურ წარმომადგენლებს სალაყუჩე რკალების ზემოთ ლაბირინთისებრი სტრუქტურა აქვთ, რომელიც გამოიყენება როგორც დამხმარე სასუნთქი ორგანო. გავრცელებული არიან აფრიკაში და ტროპიკულ აზიაში.