Clupeiformes - ქაშაყისნაირნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვიგანმარტება
სხივფარფლიანთა კლასის (Actinopterygii cls.) თევზების რიგი Clupeiformes ord. ზღვის ან მტკნარი წყლის თევზებია, აქვთ ვერცხლისფერი სხეული და რბილსხივიანი ფარფლები. მუცლის ფარფლები მდებარეობს ქვედა მხარეს, ზურგის ფარფლის საპირისპიროდ. მკერდის ფარფლები სხეულის ღერძის ქვემოთაა განლაგებული. რიგი მოიცავს ისეთ ოჯახებს, როგორიცაა: Chirocentridae, Clupeidae, Denticipitidae, Engraulidae, Pristigasteridae, Sundasalangidae და სხვ.