Coelacanthiformes - ცელაკანთისნაირნი, ცელაკანთები
ტერმინის წყარო:
'Coelacanthiformes' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
მტევანფარფლიანი თევზების რიგი Coelacanthiformes ord. ითვლებოდა 65 მილიონი წლის წინ (მეზოზოური ერის დასასრულიდან) გადაშენებულად, სანამ 1938 წელს სამხრეთ აფრიკის სანაპიროებთან არ აღმოაჩინეს სახეობა Latimeria chalumnae. როგორც ნამარხი, ისე თანამედროვე სახეობები ზღვის თევზები არიან დიფიცერკალური ან სამნაწილიანი კუდის ფარფლით; ზურგის მეორე, ანალური, მკერდის და მუცლის ფარფლები ძალიან უჩვეულოა, რადგან ისინი ეყრდნობა მოძრავ ღეროებს. ბევრად უფრო მცირე ნამარხი სახეობები არსებობდა დევონურიდან ცარცულ პერიოდამდე. ისინი თავდაპირველად მტკნარი წყლის თევზები იყვნენ, მაგრამ ტრიასულ პერიოდში განვითარდნენ ზღვის სახეობებიც.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Coelacanthiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020