Tringa - ჭოვილო
არსებითი სახელი'ჭოვილო', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 177
განმარტება
ჩიბუხასებრთა ოჯახის (Scolopacidae fam.) ფრინველთა გვარი Tringa gen.
ჩიბუხასებრთა ოჯახის (Scolopacidae fam.) ფრინველთა გვარი Tringa gen.
ბეღურისნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Troglodytidae fam. პატარა და საშუალო ზომის ფრინველებია. აქვთ ყავისფერი ბუმბული, ზოგს თეთრი და წაბლისფერი უბნებით. ფრთები, კუდი და გვერდები ხშირად ზოლიანი ან ლაქიანია. ნისკარტი წვრილი, საშუალო ან გრძელი, მცირედ მოხრილი. ფრთები მოკლე და მომრგვალებული, კუდი მოკლე ან გრძელი, ხშირად აწეული. ბინადრობენ ტყეებში, ბუჩქნარებში, ლელიანებში, კლდოვან ადგილებსა და უდაბნოებში. იკვებებიან მწერებით და ობობებით. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, ამერიკაში.
ტროგონოსნაირთა რიგის (Trogoniformes ord.) ფრინველთა ოჯახი Trogonidae fam. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. აქვთ კაშკაშა შეფერილობა, მომრგვალებული ფრთები, უმეტესობას – გრძელი, ოთხკუთხა ბოლო. ბინადრობენ ტყეებსა და ნაკაფ ადგილებში. იკვებებიან მწერებით და ხილით. გავრცელებული არიან აფრიკაში, აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
ბეღურისნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Tyrannidae fam. პატარა და საშუალო ზომის ფრინველების მრავალფეროვანი ოჯახია. გავრცელებულნი არიან ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
ბუსნაირთა რიგის (Strigiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Tytonidae fam. მათი დამახასიათებელი ნიშანია გულის ფორმის სახის დისკო. აქვთ შებუმბვლილი ფეხები. ბინადრობენ ტყეებსა და მდელოებში. იკვებებიან (ძირითადად ღამით) ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, ხვლიკებით, ბაყაყებითა და მწერებით. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ინდონეზიაში, ახალ გვინეაში, ავსტრალიაში, ამერიკაში.