arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                vibrissa - ვიბრისი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'vibrissa' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზოგიერთი ფრინველის გრძელი თმისებრი ბუმბული ნისკარტის ფუძესთან ან თვალთან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'vibrissa' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                vireo - ვირეონი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'vireo' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ვირეონისებრთა ოჯახის (Vireonidae fam.) ფრინველთა გვარი Vireo gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'vireo' (18.11.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc

                                                                                                                                                                                                Vireonidae - ვირეონისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Vireonidae' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბეღურისნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Vireonidae fam. მცირე ზომის, ყავისფერი, მწვანე, ნაცრისფერი და ყვითელი ფრინველებია. აქვთ გრძელი და წამახვილებული ან მოკლე და მომრგვალებული ფრთები. მეხეურები არიან, ბინადრობენ ტყეებში. იკვებებიან მწერებითა და ხილით. ბევრი სახეობა მიმომფრენია. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Vireonidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                visitant - შემომფრენი ფრინველი, ვიზიტიორი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'visitant' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გადამფრენი ფრინველი, რომელიც მიგრაციისას მოცემულ რაიონში მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში იმყოფება და არ ბუდობს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'visitant' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                wallcreeper - კლდეცოცია, წითელფრთიანი კლდეცოცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'wallcreeper' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კლდეცოციასებრთა ოჯახის (Tichodromidae fam.) ფრინველი Tichodroma muraria.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'Wallcreeper' (18.11.2025), eBird. New York: Cornell Lab of Ornithology, Cornell University 
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 6440 ტერმინი