Tytonidae - ბუხრინწასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Tytonidae' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ტირანისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 108

განმარტება:

ბუსნაირთა რიგის (Strigiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Tytonidae fam. მათი დამახასიათებელი ნიშანია გულის ფორმის სახის დისკო. აქვთ შებუმბვლილი ფეხები. ბინადრობენ ტყეებსა და მდელოებში. იკვებებიან (ძირითადად ღამით) ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, ხვლიკებით, ბაყაყებითა და მწერებით. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ინდონეზიაში, ახალ გვინეაში, ავსტრალიაში, ამერიკაში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Tytonidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება