Troglodytidae - ჭინჭრაქასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Troglodytidae' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
ბეღურისნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Troglodytidae fam. პატარა და საშუალო ზომის ფრინველებია. აქვთ ყავისფერი ბუმბული, ზოგს თეთრი და წაბლისფერი უბნებით. ფრთები, კუდი და გვერდები ხშირად ზოლიანი ან ლაქიანია. ნისკარტი წვრილი, საშუალო ან გრძელი, მცირედ მოხრილი. ფრთები მოკლე და მომრგვალებული, კუდი მოკლე ან გრძელი, ხშირად აწეული. ბინადრობენ ტყეებში, ბუჩქნარებში, ლელიანებში, კლდოვან ადგილებსა და უდაბნოებში. იკვებებიან მწერებით და ობობებით. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, ამერიკაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Troglodytidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020