arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                Charadriidae - მეჭვავიასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Charadriidae' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'მეჭვავიასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 138

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Charadriidae fam. საშუალო ზომის, ყავისფერი, რუხი, ან შავ-თეთრი ფრინველებია. აქვთ მოკლე კისერი და გრძელი ფეხები, ხოლო უკანა თითი (ტერფის ცერი) რედუცირებული ან გამქრალია. ბინადრობენ სანაპიროებზე, ღია ადგილებში, ბუდეებს მიწაზე იკეთებენ. იკვებებიან სხვადასხვა ცხოველური საკვებით. უმეტესობა გადამფრენი ფრინველია. გვხვდებიან მთელ მსოფლიოში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Charadriidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Charadriiformes - მეჭვავიასნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Charadriiformes' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'მეჭვავიასნაირნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 138

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველების დიდი და მრავალფეროვანი რიგი Charadriiformes ord. ცხოვრობენ წყლის პირას. მათი მართვეები კვერცხიდან გამოჩეკისთანავე აქტიურები არიან და დაფარული არიან ღინღლით. რიგი მოიცავს ისეთ ფრინველებს, როგორებიცაა: მეჭვავიები, თოლიები, თევზიყლაპიები, ალკები და სხვ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Charadriiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                chick - წიწილა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'chick' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქათმის ნაშიერი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'წიწილა' (16.09.2025), ქართული ლექსიკონი. თბილისი: ლინგვისტური ტექნოლოგიების ჯგუფი

                                                                                                                                                                                                Paridae - წივწივასებრნი, წიწკანასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'chickadees' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'წივწივასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 174

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) მცირე ზომის ფრინველების ოჯახი Paridae fam. აქვთ მოკლე, მომრგვალებული ფრთები, მოკლე კუდი და პატარა, ძლიერი ნისკარტი. ბინადრობენ ტყეებსა და ბაღებში. იკვებებიან მწერებით, თესლებითა და კაკლისებრი ნაყოფებით. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Paridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                chickadees, tits

                                                                                                                                                                                                leaf warbler - ყარანა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ყარანა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 163
                                                                                                                                                                                                'leaf warbler' (16.09.2025), Dictionary.com
                                                                                                                                                                                                'chiffchaff' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყარანასებრთა ოჯახის (Phylloscopidae fam.) ფრინველთა გვარი Phylloscopus gen. მცირე ზომის, მომწვანო ან მოყავისფრო ფრინველებია.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'leaf warbler' (16.09.2025), Dictionary.com

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                chiffchaff, Phylloscopus
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი