Charadriidae - მეჭვავიასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Charadriidae' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'მეჭვავიასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 138

განმარტება:

მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Charadriidae fam. საშუალო ზომის, ყავისფერი, რუხი, ან შავ-თეთრი ფრინველებია. აქვთ მოკლე კისერი და გრძელი ფეხები, ხოლო უკანა თითი (ტერფის ცერი) რედუცირებული ან გამქრალია. ბინადრობენ სანაპიროებზე, ღია ადგილებში, ბუდეებს მიწაზე იკეთებენ. იკვებებიან სხვადასხვა ცხოველური საკვებით. უმეტესობა გადამფრენი ფრინველია. გვხვდებიან მთელ მსოფლიოში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Charadriidae', A Dictionary of Zoology, Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება