arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                chimney swift - კვამლა ნამგალა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: Р. Л. Бёме, В. Е. Флинт, Пятиязычный Словарь Названий Животных. Москва: РУССО, 1994, გვ. 152

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ნამგალასებრთა ოჯახის (Apodidae fam.) ფრინველი Chaetura pelagica.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Chimney Swift' (16.09.2025), eBird. New York: Cornell Lab of Ornithology, Cornell University

                                                                                                                                                                                                chough - მაღრანი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'chough' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'მაღრანი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 130

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყორნისებრთა ოჯახის (Corvidae fam.) ფრინველთა გვარი Pyrrhocorax gen. ცნობილია ორი სახეობა: წითელნისკარტა (P. pyrrhocorax) და ყვითელნისკარტა მაღრანი (P. graculus). აქვთ წითელი ფეხები და მბზინავი, მოლურჯო-შავი შეფერილობის ბუმბული. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'chough' (16.09.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                Ciconia - ყარყატი, ლაკლაკი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Ciconia' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'Ciconia', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 192

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყარყატისებრთა ოჯახის (Ciconiidae fam.) ფრინველების გვარი Ciconia gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Ciconia' (16.09.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                Ciconiidae - ყარყატისებრნი, ლაკლაკისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Ciconiidae' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ყარყატისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 164

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყარყატისნაირთა რიგის (Ciconiiformes ord.) დიდი ზომის, გრძელკისრიანი, წყლის პირას ბინადარი ფრინველების ოჯახი Ciconiidae fam. აქვთ ძლიერი ნისკარტი და გრძელი ფეხები, ფრთები გრძელი და განიერია. ბინადრობენ ღია, ხშირად დაჭაობებულ ადგილებში და ბუდეებს კოლონიებად იკეთებენ ხეებზე ან შენობებზე. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Ciconiidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                storks

                                                                                                                                                                                                Ciconiiformes - ყარყატისნაირნი, ლაკლაკისნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Ciconiiformes' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ყარყატისნაირნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 164–165

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველების რიგი Ciconiiformes ord. მასში შედის ერთადერთი ოჯახი – ყარყატისებრნი (Ciconiidae fam.).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Ciconiidae' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი