assessment - შეფასება
არსებითი სახელიგანმარტება
ბავშვის ქცევის, უნარების, ცოდნის ან პიროვნულ მახასიათებლებზე დაკვირვების შედეგად მრავალმხრივი ინფორმაციის შეგროვების პროცესი, რომლის საფუძველზეც ხდება ბავშვის აღზრდის, განათლებისა და განვითარებისათვის შესაბამისი დასკვნების გამოტანა და მომავალი გეგმების დასახვა.
კონტექსტი
აღმზრდელ-პედაგოგი თითოეული ბავშვის პროგრესისა და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის, გარემოს, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის შესაფასებლად სისტემატურად იყენებს შეფასებისა და დაკვირვების მრავალფეროვან არაფორმალურ და ფორმალურ მეთოდებს.