arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                mulberry - თუთა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'mulberry' (13.12.2024), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                თუთისებრთა ოჯახის (Moraceae fam.) ფოთოლმცვივანი ხეებისა და იშვიათად ბუჩქების გვარი Morus gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'თუთა' მ. ლორია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 4, 1979, გვ. 701

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თუთის ნაყოფს, რომელიც 10% და მეტ შაქარს შეიცავს, იყენებენ საკვებად (როგორც ნედლს, ასე გამხმარს), აგრეთვე სხვადასხვა საკვები პროდუქტისა და არყის დასამზადებლად.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'თუთა' მ. ლორია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 4, 1979, გვ. 701

                                                                                                                                                                                                sea turtles - ზღვის კუები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Chelonioidea' (28.03.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კუების რიგის (Testudines ord.) ქვეწარმავლების ზეოჯახი Chelonioidea superfam.; აერთიანებს ორ ოჯახს (Dermochelyidae და Cheloniidae) და 7 სახეობას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Chelonioidea' (20.04.2025), National Library of Medicine. Bethesda: National Institutes of Health
                                                                                                                                                                                                'sea turtle' (20.04.2025), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.
                                                                                                                                                                                                'Chelonioidea' (28.03.2025), World Register of Marine Species. Ostend: Flanders Marine Institute

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ზღვის კუები ასეულ კმ გადიან საკვებისა და გამრავლებისათვის ხელსაყრელი ადგილებისაკენ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ზღვის კუები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 4, 1979, გვ. 550

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                marine turtles

                                                                                                                                                                                                meadow fescue - მდელოს წივანა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'მდელოს წივანა', ა. მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი. თბილისი, მეცნიერება, მე-3 გამოცემა, 1991, გვ. 48

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მარცვლოვანთა ოჯახის (Poaceae fam.) ბალახოვანი მცენარე Lolium pratense, syn. Festuca pratensis. იყენებენ საფურაჟედ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'Lolium pratense' (28.03.2025), EPPO Global Database

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                კვებითი ღირსებით საუკეთესოა მდელოს წივანა (F. pratensis), რომელიც დიდი ხანია შეტანილია კულტურაში ხელოვნური სათიბ-საძოვრების მოსაწყობად.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'წივანა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 316

                                                                                                                                                                                                cat's-tail - ტიმოთელა, მდელოს ტიმოთელა, ტიმოთის ბალახი, მდელოს ტიმოთის ბალახი

                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ტიმოთელა, ტიმოთის ბალახი', ა. მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, მე-3 გამოცემა, 1991, გვ. 66
                                                                                                                                                                                                'cat's-tail' (30.01.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ტიმოთელა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 9, 1985, გვ. 719

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მარცვლოვანთა ოჯახის (Poaceae fam.) მცენარე Phleum pratense. ფართოდაა კულტივირებული, როგორც საქონლის საკვები ბალახი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'Phleum pratense' (28.03.2025), EPPO Global Database

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მდელოს ტიმოთელა – (Phleum pzatense L.) – ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ბალახია, მისი 100 კგ თივა შეიცავს 3,1 კგ მონელებად ცილას, 7,2 % პროტეინს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                „მდელოს ტიმოთელა“ (30.01.2025), აგროკავკასია

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                common cat's-tail, Timothy grass, timothy

                                                                                                                                                                                                vetch - ცერცველა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'vetch' (08.11.2024), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პარკოსანთა ოჯახის (Fabaceae fam.) ერთ- და მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი Vicia gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ცერცველა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 204

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                კულტურაში ცნობილია [ცერცველას] 12 სახეობა. უფრო გავრცელებულია 2 – სათესი ანუ საგაზაფხულო ცერცველა (V. sativa) და ბანჯგვლიანი ანუ საშემოდგომო ცერცველა (V. villosa).

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ცერცველა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 204
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7477 ტერმინი