arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • იქთიოლოგია

                                                                                                                                                                                                argentine - ევროპული ვერცხლათევზი, ევროპული არგენტინა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'европейская аргентина' (21.04.2025), Multitran.com
                                                                                                                                                                                                'Аргентина', თ. გოგმაჩაძე, თევზების ნომენკლატურა (რუსულ-ქართულ-ლათინური). ბათუმი: აჭარა, 2018, გვ. 55

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ვერცხლათევზისებრთა / არგენტინისებრთა ოჯახის (Argentinidae fam.) თევზი Argentina sphyraena.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Argentina sphyraena' (19.04.2025), R. Froese, D. Pauly, FishBase

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                European argentine, lesser silver smelt

                                                                                                                                                                                                abdominal - მუცლისფარფლიანი

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'abdominal' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მუცლის ფარფლების მქონე (ითქმის თევზების შესახებ).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'abdominal' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                Acanthodii - აკანთოდები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Acanthodii' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პრიმიტიული, ნამარხი თევზების კლასი Acanthodii cls. ჰქონდათ ნამდვილი ძვლოვანი ჩონჩხი, ჰეტეროცერკალური კუდის ფარფლი, პერსისტენტული ქორდა, განოიდური ქერცლი და მსხვილი ეკლები ფარფანების წინ. ცხოვრობდნენ სილურულიდან პერმულ პერიოდამდე და შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ უფრო თანამედროვე ძვლიანი თევზების წინაპრებთან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Acanthodii', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Acipenser - ზუთხი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Acipenser' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზუთხისებრთა ოჯახის (Acipenseridae fam.) თევზების გვარი Acipenser gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Acipenser' (18.11.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc

                                                                                                                                                                                                Acipenseridae - ზუთხისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Acipenseridae' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზუთხისნაირთა რიგის (Acipenseriformes ord.) თევზების ოჯახი Acipenseridae fam. დიდი, საკმაოდ ნელი, ფსკერზე მკვებავი თევზებია. აქვთ ქვემოთ მდებარე პირი, უკბილო ყბები, ოთხი ულვაში ზედა ყბის წინა ნაწილში და დიდი ფირფიტების რიგები სხეულის გასწვრივ. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სახეობების უმეტესობა ზღვის თევზია, მაგრამ მდინარეებში ადიან ტოფობისათვის. რამდენიმე სახეობა, მაგ., ცქვრინი (Acipenser ruthenus), მთლიანად მტკნარ წყალში ცხოვრობს. ზუთხებისგან იღებენ ხიზილალას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Acipenseridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 443 ტერმინი