Acipenseriformes - ზუთხისნაირნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Acipenseriformes' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
სხივფარფლიანთა კლასის (Actinopterygii cls.) თევზების რიგი Acipenseriformes ord. საკმაოდ პრიმიტიული თევზებია. ხასიათდებიან ხრტილოვანი ჩონჩხით, ჰეტეროცერკულარული კუდის ფარფლით, წაწვეტებული დინგით და ქვემოთ განლაგებული პირით. რიგის არსებულ წევრებს ან შიშველი კანი აქვთ, ან ხუთ რიგად გასდევთ დიდი, რომბისებური, ძვლოვანი ქერცლი. ზუთხებისა (Acipenseridae) და დინგნიჩაბების (Polyodontidae) გარდა, აქ შედის კარბონული პერიოდის ზოგიერთი ნამარხი თევზიც.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Acipenseriformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020