Acipenseridae - ზუთხისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Acipenseridae' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

ზუთხისნაირთა რიგის (Acipenseriformes ord.) თევზების ოჯახი Acipenseridae fam. დიდი, საკმაოდ ნელი, ფსკერზე მკვებავი თევზებია. აქვთ ქვემოთ მდებარე პირი, უკბილო ყბები, ოთხი ულვაში ზედა ყბის წინა ნაწილში და დიდი ფირფიტების რიგები სხეულის გასწვრივ. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სახეობების უმეტესობა ზღვის თევზია, მაგრამ მდინარეებში ადიან ტოფობისათვის. რამდენიმე სახეობა, მაგ., ცქვრინი (Acipenser ruthenus), მთლიანად მტკნარ წყალში ცხოვრობს. ზუთხებისგან იღებენ ხიზილალას.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Acipenseridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება