Musophagidae - ტურაკოსებრნი, ბანანიჭამიასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'ბანანიჭამიასებრნი, ტურაკოსებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 102
განმარტება
ტურაკოსნაირთა რიგის (Musophagiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Musophagidae fam. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. ზოგიერთი კაშკაშა მწვანე, იისფერი და წითელია, სხვები უფრო ნაკლებად გამოკვეთილი ნაცრისფერი ან ყავისფერი. მათი ფრთები მოკლე და მომრგვალებულია, კუდი გრძელი. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარებში. იკვებებიან ხილითა და კენკრით. ბუდეს იკეთებენ ხეებზე. გავრცელებული არიან აფრიკაში.