Nectariniidae - მენექტრიასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Nectariniidae' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Nectariniidae fam. პატარა ფრინველებია. აქვთ გრძელი, ვიწრო, წაწვეტებული, მოხრილი ნისკარტი, მოკლე ფეხები, მოკლე, მომრგვალებული ფრთები და სხვადასხვა სიგრძის ბოლო. ხშირად შეფერილი არიან კაშკაშა ფერებში და დასდევთ ლითონისებრი ბზინვარება. ბინადრობენ ტყეებში, ბუჩქნარებში. იკვებებიან მწერებით, ობობებით, ნექტარითა და ხილით. გავრცელებული არიან აფრიკაში, აზიაში (მათ შორის ფილიპინებზე, ინდონეზიაში) და ავსტრალიაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Nectariniidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
ინგლისური სინონიმები:
- sunbirds