Musophagidae - ტურაკოსებრნი, ბანანიჭამიასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Musophagidae' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ბანანიჭამიასებრნი, ტურაკოსებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 102
განმარტება:
ტურაკოსნაირთა რიგის (Musophagiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Musophagidae fam. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. ზოგიერთი კაშკაშა მწვანე, იისფერი და წითელია, სხვები უფრო ნაკლებად გამოკვეთილი ნაცრისფერი ან ყავისფერი. მათი ფრთები მოკლე და მომრგვალებულია, კუდი გრძელი. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარებში. იკვებებიან ხილითა და კენკრით. ბუდეს იკეთებენ ხეებზე. გავრცელებული არიან აფრიკაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Musophagidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
ინგლისური სინონიმები:
- turacos,
- turacos