arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                merganser - ბატასინი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'merganser' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იხვისებრთა ოჯახის (Anatidae fam.Mergus-ისა და Lophodytes-ის გვარების ფრინველთა საერთო სახელწოდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'merganser' (07.10.2025), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                Meropidae - კვირიონისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Meropidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'კვირიონისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 123

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყაპყაპისნაირთა რიგის (Coraciiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Meropidae fam. პატარა და საშუალო ზომის, კაშკაშა ფერის ფრინველებია. აქვთ გრძელი, წვრილი, მოხრილი ნისკარტი, გრძელი, წამახვილებული ფრთები და სინდაქტილური ფეხები. ბინადრობენ ტყეებში ან ღია ადგილებში. იკვებებიან მწერებით, განსაკუთრებით ფუტკრებითა და კრაზანებით. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და ავსტრალაზიაში (Merops apiaster ერთადერთი სახეობაა, რომელიც ევროპაში მრავლდება).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Meropidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Merops - კვირიონი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Merops' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'Merops', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 213

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კვირიონისებრთა ოჯახის (Meropidae fam.) ფრინველთა გვარი Merops gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Merops' (07.10.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                mesoptile - მეორადი ყურთუკი, მეორადი ღინღლი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'mesoptile' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველის ყურთუკის ანუ ღინღლის ორი წყებიდან მეორე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'mesoptile' (07.10.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                metagnathous - ნისკარტმარწუხა

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'metagnathous' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ნისკარტის ზედა და ქვედა ბოლოები გადაჯვარედინებული რომ აქვს (ითქმის ფრინველის შესახებ).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'metagnathous' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი