arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                house martin - ქალაქის მერცხალი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'martin' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'მერცხალი ქალაქისა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 135

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მერცხლისებრთა ოჯახის (Hirundinidae fam.) ფრინველი Delichon urbicum.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Western House-Martin' (07.10.2025), eBird. New York: Cornell Lab of Ornithology, Cornell University

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ქალაქის მერცხალი მწერიჭამია ფრინველია. მწერებს იგი იჭერს ფრენის დროს. მათ შორის მთავარია მცირე ზომის ხოჭოები, ორფრთიანები, სწორფრთიანები და პეპლები. 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ქალაქის მერცხალი' (07.10.2025), ბიბლიოვიკი. თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                western house martin, martin

                                                                                                                                                                                                Megapodiidae - დიდფეხა ქათმები, ნაგვის ქათმები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Megapodiidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქათმისნაირთა რიგის (Galliformes ord.) ფრინველთა ოჯახი Megapodiidae fam. ძირითადად ყავისფერი ან შავი, ინდაურის მსგავსი ფრინველებია. აქვთ სხვადასხვა ზომის ნისკარტი, დიდი, მომრგვალებული ფრთები და ძალიან დიდი და ძლიერი ფეხები. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარებში; იკვებებიან მწერებით, ჭიებით, თესლითა და ხილით. გავრცელებული არიან ფილიპინებზე, ინდონეზიაში, ავსტრალაზიასა და პოლინეზიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Megapodiidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                scoter - გარიელი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Melanitta' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'scoter' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'გარიელი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 108

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იხვისებრთა ოჯახის (Anatidae fam.) ფრინველთა გვარი Melanitta gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Melanitta' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Melanitta

                                                                                                                                                                                                Meleagris - ინდაური

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Meleagris' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ინდაური', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 119

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხოხბისებრთა ოჯახის (Phasianidae fam.) ფრინველთა გვარი Meleagris gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Meleagris' (07.10.2025), Food and Agriculture Organization. Rome: United Nations

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                turkey

                                                                                                                                                                                                Meliphagidae - თაფლიწოვიასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Meliphagidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'Meliphagidae', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 212

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Meliphagidae fam. პატარა და საშუალო ზომის, ძირითადად მწვანე ან მურა ფრინველებია. ნისკარტი წვრილი და მოხრილია, ფრთები გრძელი და წამახვილებული, კუდი შედარებით გრძელი. ბინადრობენ ძირითადად ტყეებში. იკვებებიან ნექტარით, მწერებითა და ხილით. გავრცელებული არიან სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალაზიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Meliphagidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი