Meropidae - კვირიონისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Meropidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'კვირიონისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 123
განმარტება:
ყაპყაპისნაირთა რიგის (Coraciiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Meropidae fam. პატარა და საშუალო ზომის, კაშკაშა ფერის ფრინველებია. აქვთ გრძელი, წვრილი, მოხრილი ნისკარტი, გრძელი, წამახვილებული ფრთები და სინდაქტილური ფეხები. ბინადრობენ ტყეებში ან ღია ადგილებში. იკვებებიან მწერებით, განსაკუთრებით ფუტკრებითა და კრაზანებით. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და ავსტრალაზიაში (Merops apiaster ერთადერთი სახეობაა, რომელიც ევროპაში მრავლდება).
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Meropidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020