arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                disinsectisation - დეზინსექცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'disinsectization' (16.02.2024), დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2010

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ამა თუ იმ ადგილას მწერების და სხვა წვრილი პარაზიტების მოსასპობი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც ფიზიკურ, ქიმიურ და/ან ბიოლოგიურ მეთოდებს მოიცავს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'disinsectization' (16.02.2024), დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2010

                                                                                                                                                                                                misappropriation of assets - აქტივების უკანონო მითვისება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:

                                                                                                                                                                                                'misappropriation of assets' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გულისხმობს სუბიექტის აქტივების მოპარვას. ხშირად ამას სჩადიან თანამშრომლები და იპარავენ შედარებით მცირე ოდენობისა და უმნიშვნელო თანხებს. თუმცა, შესაძლებელია, რომ აქტივების მოპარვაში ხელმძღვანელობაც მონაწილეობდეს, რადგან მას, უფრო ხელეწიფება აქტივების მითვისების ფაქტების დამალვა ისეთნაირად, რაც რთული გამოსავლენი იქნება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'აქტივების უკანონო მითვისება', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 23

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თაღლითობა, გაყალბებული ფინანსური ანგარიშგება იქნება ეს თუ აქტივების უკანონო მითვისება, გულისხმობს თაღლითობის ჩადენის მოტივს (ბიძგს) ან იძულებას, მისი ჩადენის შეცნობილ შესაძლებლობას და ამ აქტის ნაწილობრივ რაციონალიზაციას.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 240, აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტში თაღლითობასთან დაკავშირებით (21.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 260

                                                                                                                                                                                                misstatement - უზუსტობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'misstatement' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                განსხვავება, რომელიც არსებობს ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მუხლის თანხაში, კლასიფიკაციაში, წარდგენაში, ან შესაბამის ახსნა-განმარტებაში და იმ თანხას, კლასიფიკაციას, წარდგენას, ან შესაბამის ახსნა-განმარტებას შორის, რაც ამ მუხლისთვის მოითხოვება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად. უზუსტობა შეიძლება გამოწვეული იყოს შეცდომის ან თაღლითობის შედეგად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'უზუსტობა', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 52

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                საზოგადოდ, უზუსტობები, მათ შორის, შეცდომები, არსებითად მიიჩნევა, თუკი, გონივრულ ფარგლებში, მოსალოდნელია, რომ ისინი, ცალკე აღებული ან ერთობლივად, გავლენას იქონიებს მომხმარებლების მიერ ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 200, დამოუკიდებელი აუდიტორის საერთო მიზნები და აუდიტის ჩატარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (21.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 121

                                                                                                                                                                                                misstatement of the other information - უზუსტობა სხვა ინფორმაციაში

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'misstatement of the other information' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                უზუსტობა სხვა ინფორმაციაში მაშინ არსებობს, როდესაც ეს ინფორმაცია არასწორადაა წარმოდგენილი ან სხვა მხრივ არის შეცდომაში შემყვანი (მათ შორის, იმის გამო, რომ გამოტოვებულია ან ბუნდოვნად არის წარმოდგენილი ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სხვა ინფორმაციაში განხილული საკითხის სათანადოდ გასაგებად).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'უზუსტობა სხვა ინფორმაციაში', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 53

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ხელმძღვანელობასთან განხილვის შედეგად შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც განამტკიცებს აუდიტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სხვა ინფორმაციაში არსებითი უზუსტობა არსებობს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 720 (გადასინჯული), აუდიტორის პასუხისმგებლობა სხვა ინფორმაციასთან მიმართებით (21.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 1316

                                                                                                                                                                                                monitoring - მონიტორინგი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'monitoring' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პროცესი, რომელიც გულისხმობს ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის უწყვეტ განხილვასა და შეფასებას, მათ შორის, შესრულებული გარიგებების პერიოდულ ინსპექტირებას შერჩევით, რომლის მიზანია ფირმის უზრუნველყოფა დასაბუთებული რწმუნებით იმისა, რომ მისი ხარისხის კონტროლის სისტემა ეფექტიანად მუშაობს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'მონიტორინგი', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 41

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                სუბიექტში მოქმედი მუდმივი მონიტორინგის პროცედურები იმისთვისაა გამიზნული, რომ გამოვლინდეს და გასწორდეს ფინანსური ინსტრუმენტებით განხორციელებულ ოპერაციებსა და მათ შეფასებასთან დაკავშირებული კონტროლის საშუალებების ეფექტიანობაში ნებისმიერი ნაკლოვანება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასპშ 1000, ფინანსური ინსტრუმენტების აუდიტის თავისებურებები (21.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 1578

                                                                                                                                                                                                კომენტარი

                                                                                                                                                                                                ხარისხის კონტროლთან მიმართებით.

                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7596 ტერმინი