arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                monitoring of controls - კონტროლის საშუალებების მონიტორინგი, კონტროლის პროცედურების მონიტორინგი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'monitoring of controls' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პროცესი, რომლის მეშვეობითაც ფასდება შიდა კონტროლის ეფექტიანობა. იგი მოიცავს შიდა კონტროლის საშუალებების დიზაინისა და ფაქტობრივი მუშაობის შეფასებას დროულად და აუცილებელი გამოსასწორებელი ზომებს გატარებას, რომლებიც მისადაგებულია შეცვლილ პირობებთან. კონტროლის საშუალებების მონიტორინგი შიდა კონტროლის ერთ-ერთი კომპონენტია.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'კონტროლის საშუალებების მონიტორინგი', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 35

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მომსახურე ორგანიზაცია კონტროლის საშუალებების მონიტორინგს ახორციელებს მუდმივი პროცედურების მეშვეობით, დამოუკიდებელი შეფასებების ან ორივე მეთოდის ერთობლივად გამოყენებით.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, მგსს 3402, მარწმუნებელი დასკვნები მომსახურე ორგანიზაციის კონტროლის საშუალებების შესახებ (21.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 204

                                                                                                                                                                                                negative confirmation request - უარყოფითი დასტურის მოთხოვნა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'negative confirmation request' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მოთხოვნა იმისა, რომ დამადასტურებელმა მხარემ უშუალოდ აუდიტორს უპასუხოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამადასტურებელი მხარე არ ეთანხმება დასტურის მოთხოვნაში მოცემულ ინფორმაციას. 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'უარყოფითი დასტურის მოთხოვნა', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 53

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თუ აუდიტორი პასუხს ვერ მიიღებს უარყოფითი დასტურის მოთხოვნაზე, ეს არ არის აშკარა მაჩვენებელი იმისა, რომ გამიზნულმა დამადასტურებელმა მხარემ მიიღო დასტურის მოთხოვნა, ან შეამოწმა მოთხოვნაში მოცემული ინფორმაციის სისწორე.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 505, გარე მხარეების დადასტურება (21.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 666

                                                                                                                                                                                                network - ქსელი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'network' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მსხვილი სტრუქტურა: ა) შექმნილია თანამშრომლობისთვის და ბ) აშკარად მიზნად ისახავს მოგების ან დანახარჯების განაწილებას, ან გააჩნია საერთო საკუთრება, საერთო კონტროლის ან მართვის სისტემა, საერთო ხარისხის კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები, ბიზნესის საერთო სტრატეგია, იყენებს საერთო საფირმო ნიშანს ან პროფესიული რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ქსელი', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 56

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ზოგიერთ ქსელს დამუშავებული აქვს ერთნაირი მითითებები პროფესიულ ღირებულებებთან, ეთიკურ ნორმებთან და ქცევასთან მიმართებით და გააჩნიათ პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია პარტნიორებისა და თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაფართოებაზე.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, აუდიტის ხარისხის სტრუქტურული საფუძვლები: ძირითადი ელემენტები, რომლებიც გარემოს ქმნის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისთვის (21.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 63

                                                                                                                                                                                                network firm - ქსელის ფირმა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'network firm' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფირმა ან ერთეული, რომელიც მიეკუთვნება ფირმების ქსელს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ქსელის ფირმა', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 56

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                პრაქტიკოსის ექსპერტი შეიძლება იყოს პრაქტიკოსის შიდა ექსპერტი (რომელიც არის ამ პრაქტიკოსის ფირმის ან ქსელის ფირმის პარტნიორი ან თანამშრომელი, მათ შორის დროებითი თანამშრომელი) ან პრაქტიკოსის გარე ექსპერტი.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, მგსს 3000 (გადასინჯული), მარწმუნებელი გარიგებები გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტისა და მიმოხილვის გარდა (21.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 110

                                                                                                                                                                                                non-compliance - დარღვევა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'non-compliance' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                წინასწარგანზრახული ან უნებლიე ქმედება, ან ამა თუ იმ ვალდებულების უგულებელყოფა სუბიექტის, მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირების, ხელმძღვანელობის ან სხვა პირთა მიერ, რომლებიც მუშაობენ სუბიექტისთვის, ან მისი ხელმძღვანელობით, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. დარღვევაში არ იგულისხმება პირადი არამართლზომიერი საქციელი, რომელიც დაკავშირებული არ არის სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობასთან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'დარღვევა', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 30

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა წინამორბედი აუდიტორი ვალდებული იყოს, შემცვლელი ახალი კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში, მას ინფორმაცია მიაწოდოს კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი, ან საეჭვო შემთხვევების შესახებ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 220, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხარისხის კონტროლი (21.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 211
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7596 ტერმინი