misstatement of the other information - უზუსტობა სხვა ინფორმაციაში
ტერმინის წყარო:
'misstatement of the other information' (21.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020
განმარტება:
უზუსტობა სხვა ინფორმაციაში მაშინ არსებობს, როდესაც ეს ინფორმაცია არასწორადაა წარმოდგენილი ან სხვა მხრივ არის შეცდომაში შემყვანი (მათ შორის, იმის გამო, რომ გამოტოვებულია ან ბუნდოვნად არის წარმოდგენილი ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სხვა ინფორმაციაში განხილული საკითხის სათანადოდ გასაგებად).
განმარტების წყარო:
'უზუსტობა სხვა ინფორმაციაში' (21.04.2025) აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 53
კონტექსტი:
ხელმძღვანელობასთან განხილვის შედეგად შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც განამტკიცებს აუდიტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სხვა ინფორმაციაში არსებითი უზუსტობა არსებობს.
კონტექსტის წყარო:
აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. ასს 720 (გადასინჯული), აუდიტორის პასუხისმგებლობა სხვა ინფორმაციასთან მიმართებით, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 1316