arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                Diomedeidae - ალბატროსისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Diomedeidae' (01.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქარიშხალასნაირთა რიგის (Procellariiformes ord.) ზღვის ფრინველების ოჯახი Diomedeidae fam. აქვთ გრძელი, ვიწრო ფრთები, დიდი თავი და გრძელი, ძლიერი ნისკარტი. ძირითადად ღია ზღვაში მცხოვრები ფრინველები არიან. იკვებებიან თევზითა და კალმარით. ხმელეთზე მხოლოდ ბუდობისთვის გადადიან. გვხვდებიან ოკეანეების სამხრეთ ნაწილებში, აგრეთვე წყნარი ოკეანის ჩრდილოეთში. ჩვეულებრივ ალბატროსს (Diomedea exulans) აქვს ფრინველებს შორის ყველაზე დიდი ფრთების შლილი (3,5 მ).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Diomedeidae', A Dictionary of Zoology, Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                disc - სახის დისკო

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'disc' (01.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბუმბულებისაგან შემდგარი რგოლები ბუსნაირთა თვალების გარშემო.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'disc' (01.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                diving duck - ყვინთია იხვი, ყურყუმელა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'diving duck' (01.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იმ იხვების საერთო სახელწოდება, რომლებიც ღრმა წყალსატევებში ცხოვრობენ და საკვებს ყვინთვით მოიპოვებენ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'diving duck' (01.10.2025), Merriam-Webster

                                                                                                                                                                                                dodo - დოდო, მავრიკიული დრონტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'dodo' (01.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მტრედისებრთა ოჯახის (Columbidae fam.) ამომწყდარი ფრინველი Raphus cucullatus syn. Didus ineptus. ბინადრობდა კუნძულ მავრიკიზე. ინდაურის ზომის იყო და არ ჰქონდა ფრენის უნარი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'dodo' (01.10.2025), Merriam-Webster

                                                                                                                                                                                                dollarbird - დიდპირა ყაპყაპი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'dollarbird' (01.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ყაპყაპი დიდპირა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 163

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყაპყაპისებრთა ოჯახის (Coraciidae fam.) ფრინველი Eurystomus orientalis. გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ავსტრალიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'dollarbird' (01.10.2025), Dictionary.com
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 331 ტერმინი