arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ორნითოლოგია

                                                                                                                                                                                                Dendrocopos - ჭრელი კოდალა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Dendrocopos' (20.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'კოდალა ჭრელი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 125

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კოდალასებრთა ოჯახის (Picidae fam.) გვარი Dendrocopos gen. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. ამ გვარის წარმომადგენელი ყველა ფრინველი შავი ან მოშავო-მოყავისფროა, აქვთ თეთრი ლაქები და წითელი შეფერილობა თავის არეში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Dendrocopos' (20.09.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                Dendrocygna - მეხეური იხვი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Dendrocygna' (20.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'Dendrocygna', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 196

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იხვისებრთა ოჯახის (Anatidae fam.) ფრინველთა გვარი Dendrocygna gen. აქვთ ძლიერი და გრძელი ბრჭყალები, რომლებსაც ხეზე დასაჯდომად იყენებენ. გამოსცემენ თავისებურ, სტვენის მსგავს ხმას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Dendrocygna' (20.09.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                whistling duck

                                                                                                                                                                                                Setophaga - ბოლოქანქარასებრი მომღერალა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Dendroica' (20.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'მომღერალა ბოლოქანქარასებრი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 140

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მომღერალასებრთა ოჯახის (Parulidae fam.) ფრინველთა გვარი Setophaga gen. syn. Dendroica.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'genus Setophaga' (20.09.2025), The Free Dictionary. Huntingdon Valley: Farlex, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Dendroica

                                                                                                                                                                                                deplumation - განგური

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'deplumation' (20.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფრინველის ბუმბულის გაცვენა ან ბუმბულის ცვლა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'deplumation' (20.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                diamond bird - ალმასა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'diamond bird' (20.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'Pardalotus', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 219

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                Pardalotidae-ს ოჯახის ფრინველთა ერთადერთი გვარი Pardalotus gen. აქვთ მოკლე, მომრგვალებული ფრთები, კვადრატული ბოლო და სქელი, მაგარი ნისკარტი. გავრცელებული არიან ავსტრალიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Pardalotidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Pardalotus
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 712 ტერმინი