Diomedeidae - ალბატროსისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Diomedeidae' (01.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

ქარიშხალასნაირთა რიგის (Procellariiformes ord.) ზღვის ფრინველების ოჯახი Diomedeidae fam. აქვთ გრძელი, ვიწრო ფრთები, დიდი თავი და გრძელი, ძლიერი ნისკარტი. ძირითადად ღია ზღვაში მცხოვრები ფრინველები არიან. იკვებებიან თევზითა და კალმარით. ხმელეთზე მხოლოდ ბუდობისთვის გადადიან. გვხვდებიან ოკეანეების სამხრეთ ნაწილებში, აგრეთვე წყნარი ოკეანის ჩრდილოეთში. ჩვეულებრივ ალბატროსს (Diomedea exulans) აქვს ფრინველებს შორის ყველაზე დიდი ფრთების შლილი (3,5 მ).

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Diomedeidae', A Dictionary of Zoology, Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება