garibaldi - გარიბალდი
არსებითი სახელიგანმარტება
პომაცენტრისებრთა ოჯახის (Pomacentridae fam.) თევზი Hypsypops rubicundus.
პომაცენტრისებრთა ოჯახის (Pomacentridae fam.) თევზი Hypsypops rubicundus.
ზოგიერთი თევზის საცურავი ბუშტის ჯირკვლოვანი ნაწილი, რომლის გამონაყოფი აირით, უპირატესად ჟანგბადით, საცურავი ბუშტი ივსება.
მახათასნაირთა რიგის (Gasterosteiformes ord.) ზღვისა და მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Gasterosteidae fam. აქვთ მცირე ზომა, პატარა პირი, პატარა ფარფლები, ბასრი ეკლები ზურგის ფარფლის წინ. სხეული უქერცლოა, მაგრამ გვერდებზე შეიძლება ჰქონდეთ ძვლოვანი ფირფიტების რიგები. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ წყლებში.
სხივფარფლიანთა კლასის (Actinopterygii cls.) თევზების რიგი Gasterosteiformes ord. ბინადრობენ როგორც მტკნარ, ისე მლაშე წყლებში. ზურგის ფარფლის წინ რამდენიმე ბასრი ეკალი აქვთ. საკმაოდ წაგრძელებულ სხეულს კუდის ვიწრო ნაწილი მოსდევს.
ზღვის ეშმაკისნაირთა რიგის (Lophiiformes ord.) თევზების ოჯახი Gigantactinidae fam. ღრმა წყლის თევზებია (ცხოვრობენ 1000 მ-ზე მეტ სიღრმეზე), აქვთ უჩვეულო ფორმის, წაგრძელებული სხეული და კუდის დიდი ფარფლები. მდედრის ძალიან გრძელი „ანკესი“ (ილიციუმი) მათი თვალსაჩინო მახასიათებელია.