arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Gadidae - ვირთევზასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gadidae' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ვირთევზასნაირთა რიგის (Gadiformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Gadidae fam. აქვთ უეკლო ფარფლები, ზოგიერთ სახეობას – სამი ზურგისა და ორი ანალური ფარფლი. ტიპურად, მუცლის ფარფლები განლაგებულია მკერდის ფარფლები წინ. ნიკაპზე, ჩვეულებრივ, აქვთ ულვაში. რამდენიმე სახეობას მნიშვნელოვანი სარეწაო მნიშვნელობა აქვს. გავრცელებული არიან ატლანტისა და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილების ცივ და ზომიერ წყლებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Gadidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                gadoid - ვირთევზასებრი, ვირთევზას მსგავსი

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'gadoid' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ვირთევზასებრთა ოჯახში შემავალი ან მასთან დაკავშირებული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'gadoid' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                abequose - აბეკვოზა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'abequose' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შაქარი, რომელიც ზოგიერთი ნაწლავის ბაქტერიის გარე მემბრანის ლიპოპოლისაქარიდში გვხვდებ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'abequose' Henderson's Dictionary of Biology, Fourteenth Edition. Pearson Benjamin Cummings Prentice Hall, 2008, გვ. 2

                                                                                                                                                                                                acetyltransferase - აცეტილტრანსფერაზა, აცეტილაზა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'acetyltransferase' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფერმენტი, რომელიც აცეტილ-CoA-დან აცეტილის ჯგუფების გადაცემას აკატალიზებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'acetyltransferase', Henderson's Dictionary of Biology, Fourteenth Edition. Pearson Benjamin Cummings Prentice Hall, 2008, გვ. 6

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ნორმალურ უჯრედებში, ჰისტონური  დეზაცეტილაზა (HDAC) და ჰისტონური აცეტილტრანსფერაზა ერთად არეგულირებს ჰისტონური და არაჰისტონური პროტეინების აცეტილირებას, რითაც ინარჩუნებს გარკვეულ წონასწორობას.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                დეზაცეტილაზების B ჰიდროქსამატური ინჰიბიტორები“ (04.12.2025), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი, 2012, გვ. 2

                                                                                                                                                                                                acid hydrolase - მჟავე ჰიდროლაზა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'acid hydrolase' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ჰიდროლიზური ფერმენტი, რომელიც მჟავე pH-ის პირობებში ოპტიმალურ აქტივობას ავლენს; უპირატ. გვხვდება ლიზოსომებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'acid hydrolase', Henderson's Dictionary of Biology, Fourteenth Edition. Pearson Benjamin Cummings Prentice Hall, 2008, გვ. 7
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 6440 ტერმინი