arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Gigantactinidae - გიგანტაქტინიდები, გრძელანკესიანები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gigantactinidae' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზღვის ეშმაკისნაირთა რიგის (Lophiiformes ord.) თევზების ოჯახი Gigantactinidae fam. ღრმა წყლის თევზებია (ცხოვრობენ 1000 მ-ზე მეტ სიღრმეზე), აქვთ უჩვეულო ფორმის, წაგრძელებული სხეული და კუდის დიდი ფარფლები. მდედრის ძალიან გრძელი „ანკესი“ (ილიციუმი) მათი თვალსაჩინო მახასიათებელია.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Gigantactinidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                gill arch - სალაყუჩე რკალი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'gill arch' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                რკალისებრი ძვალი ან ხრტილი, რომელიც ლაყუჩის ფურცლის შემადგენლობაში შემავალი ქსოვილების, სისხლძარღვებისა და ნერვების საყრდენ სტრუქტურას წარმოადგენს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'gill arch' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                branchial arch

                                                                                                                                                                                                gill rakers - ლაყუჩთა ფხაჭები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'gill rakers' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხრტილოვანი ან ძვლოვანი ჯაგრისებრი ღეროები თევზების სალაყუჩე რკალის შიდა ზედაპირზე, რომლებიც ერთგვარი „საწური აპარატის“ ფუნქციას ასრულებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'gill rakers' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                goatfish - ბარაბული

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'goatfish' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბარაბულისებრთა ოჯახის (Mullidae fam.) თევზების საერთო სახელწოდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'goatfish' (3.12.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                Gobiidae - ღორჯოსებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gobiidae' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ღორჯოსებრნი', მ. დემეტრაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 597

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ღორჯოსნაირთა რიგის (Gobiiformes ord.) თევზების ოჯახი Gobiidae fam. უმეტესად მცირე ზომისანო არიან. სპეციალური მისაწოვარის დახმარებით ზღვის ფსკერზე მყარ ობიექტებს ემაგრებიან. ზოგიერთი სახეობა მჭიდრო თანასაზოგადოებაში ცხოვრობს სხვა ცხოველებთან, მაგ. ზღვის ზღარბებთან და კრევეტებთან. ზღვის თევზების უდიდესი ოჯახია. გავრცელებული არიან ტროპიკულ და ზომიერი წყლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Gobiidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7129 ტერმინი